პარლამენტმა უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებით კანონპროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა უფასო სარეკლამო დროის სარგებლობასთან დაკავშირებით კანონპროექტი 80 ხმით დაამტკიცა.

ცვლილებას „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ითვალისწინებს, რომლის ინიციატორი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტია. 

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, უფასო სარეკლამო დროით ისარგებლებს არა მარტო ის პარტია, რომელიც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის (ბლოკის) პირველი ნომერი იყო ან რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმების 4% ან მეტი მიიღო, არამედ ყველა პარტია, რომელიც იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...