პარლამენტმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო 27 წლის წინ, ტამიშის ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს

პარლამენტის დღევანდელი რიგგარეშე სხდომა 27 წლის წინ “ტამიშის” ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით გაიხსნა.
დეპუტატებმა პატივი მიაგეს ქვეყნის თავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს.

“დღეს არის 2 ივლისი, ზუსტად 27 წლის წინ, ლაბრა-ტამიშის ტერიტორიაზე გადმოისხა რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილებისგან კონფრედერანტებისგან და სეპარატისტებისგან ერთობლივად შექმნილი დაჯგუფება. 27 წლის წინ იყო დიდი და ძლიერი ბრძოლები. კიდევ ერთხელ იყო დღე სიმწრის, უპასუხისმგებლობის, თავგანწირვის და საბოლოო ჯამში, ისევ ქვეყნის თავისუფლებისათვის წაროებულ ბრძოლაში გამარჯვებული კაცების. მინდა, თქვენთან ერთად, წუთიერი დუმილით მოვიხსენიოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და სიძლიერეს შეეწირა”, -განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად