პარლამენტმა თეა წულუკიანს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას.

გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ( 78 მომხრე 2 წინააღმდეგი) კენჭისყრის საფუძველზე იქნა მიღებული.

თეა წულუკიანისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც ის კულტურის მინისტრად დაინიშნა.

მანამდე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს საქართველოს პარლამენტის წევრის, თეა წულუკიანისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და კომიტეტის გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს გაუგზავნა. ამის შემდეგ მომზადდა პარლამენტის დადგენილება, რომელსაც პლენარულ სხდომაზე ეყარა კენჭი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...