პარლამენტმა სტრუქტურული ცვლილებების პროექტის განსახილველად პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა

პარლამენტმა პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით მიმართა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტმა მოითხოვა, რომ რიგგარეშე სხდომა ოთხშაბათს, 6 დეკემბერს ჩაინიშნოს, სადაც მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტები უნდა განიხილონ.

"შემოთავაზებულია განხილვის ოთხშაბათიდან დაწყება, დაგვჭირდება სამი მოსმენა, იქიდან გამომდინარე რომ პაკეტი დიდია, შეიძლება მეოთხე დღეც დაგჭირდეს", – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად