პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრი – ზაზა აბაშიძე, ბონდო მძიანარაშვილი და გრიგოლ მურღულია დაამტკიცა

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ზაზა აბაშიძე, გრიგოლ მურღულია და ბონდო მძინარაშვილი დაამტკიცა.

ზაზა აბაშიძის კანდიდატურას 98-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

ბონდო მძრინარაშვილის კანდიდატურა 95 მომხრე ხმით 13 წინააღმდეგ დამტკიცდა.

გრიგოლ მურღულიას კი 92-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და ერთი აღმოჩნდა წინააღმდეგი.

რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს, დიდი შონავას კანდიდატურის მომხრე 44 დეპუტატი იყო, ოთხი კი წინააღმდეგი. კენჭისყრის კვორუმი იყო 76. შესაბამისად, დოდო შონავას კანდიდატურა არ დამტკიცდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევამდე პარლამენტის თავმჯდომარემ რეგლამენტის წესი განმარტა, რომლის მიხედვით კენჭისყრის თანმიმდევრობა განისაზღვრა შემდეგნაირად – პირველ რიგში, კენჭი ეყრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კვოტით წარმოდგენლი კანდიდატს, რომელიც არ არის წარმოდგენილი.

უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების მიერ წარმოდგნელი კანდიდატები და შემდეგ, უმრავლესობის კვოტით წარმოდგენლი კანდიდატი.

სამეურვეო საბჭოს კანდიდატთა შესარჩევ კენჭისყრებში მონაწილეობა მიიღეს “ევროპული საქართველოს” დეპუტატებმა, რომლებიც პარლამენტის სხდომების მუშაობაში ბოიკოტის რეჟიმის გამო მონაწილეობას არ ღებულობენ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად