პარლამენტმა 83 ხმით მხარი დაუჭირა პარლამენტის დადგენილების პროექტს „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“.

"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 209-ე მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტების შესაბამისად, უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც შეარჩევს საზოგადოებრივი მაუწყებლის  სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს. ჩატარდა კონსულტაციები ყველა შესაბამის, მათ შორის, საპარლამენტო სუბიექტებთან, ფრაქციებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან, ისევე როგორც, აჭარის წარმომადგენლობასთან და სახალხო დამცველთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის წევრების შემადგენლობა გააცნო: ერმილე მესხია, დავით მაღლაფერიძე, მაკო ჯაოშვილი, გოდერძი შარაშია, ნინო მეუნარგია, მაკა რაზმაძე, ნუგზარ ხავთასი, ნინო კაკულია, ნათია კუპრაშვილი.