პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად გიორგი იაკობაშვილი აირჩია

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი აირჩია. აღნიშნულ პოსტს დღეიდან გიორგი იაკობაშვილი დაიკავებს. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

იაკობაშვილი სამეურვეო საბჭოს წევრი 2020 წლის 17 აპრილამდე იქნება.

შეგახსენებთ, აღნიშნულ პოსტზე წარდგენილი იყვნენ: აკაკი გიგინეიშვილი, რომელმაც 33 მხარდამჭერი მოიპოვა პარლამენტში. გიორგი იაკობაშვილმა 84, ხოლო ლელა ფირალიშვილს მხარი 22-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...