პარლამენტმა საფინანსო ზედამხედველობის საბჭოს 4 წევრი დაამტკიცა

პარლამენტმა ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს 4 წევრი დაამტკიცა.  მთავრობამ პარლამენტს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს 5 წევრიდან ოთხის კანდიდატურა უკვე წარუდგინა. მთავრობის მიერ წარდგენილი წევრები არიან: ეფრემ ურუმაშვილი, ეკატერინე გალდავა, საშა ტერნესი და ირაკლი კოვზანაძე.

საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს 7 წევრი ეყოლება, 5 მათგანს მთავრობა წარადგენს, ორს კი ეროვნული ბანკი.

"ჩვენ საბჭოს წევრებად ავირჩიეთ მთავრობის წარმოდგენილი 4 წევრი. კანონის შესაბამისად, საბჭოში წევრის სტატუსით განთავსდებიან, ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წარმომადგენელი. აგრეთვე დარჩენილია ერთი ვაკანსია, რომელიც მთავრობის მიერ ალბათ მოგვიანებით იქნება წარმოდგენილი. თუმცა, ამ წუთის მდგომარეობით საბჭო დაკომპლექტებულია და იგი უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას. ვუსურვებ მათ წარმატებებს საქმიანობაში, სწორედ მათ საქმიანობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, იმ რეფორმის წარმატებასთან დაკავშირებით, რომელიც ეროვნული ბანკის სისტემაში მოხდა და რასაც იმედით ველი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად