პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის ორი საორგანიზაციო კომისიის შექმნაზე დადგენილების პროექტები მიიღო

საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული იყო ორი პროექტი, რომელსაც დეპუტატებმა მხარი 118 და 114 ხმით დაუჭირეს. 

.აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში “ევროპული საქართველო მონაწილეობდა”, რომლის შემადგენლობამ პარლამენტის პლენარული სხდომა დღის პირველ ნახევარში პოლიტიკური პროტესტის გამო დატოვა, რომელიც სამთავრობო ცვლილებს, კერძოდ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარგენას ეხებოდა.

როგორც სხდომაზე დაბრუნებულმა “ევროპული საქართველოს” ლიდრემა დავით ბაქრაძემ განაცხადა, ოპოზიციის პროტესი არ ეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს და ქვეყანაში საარჩევნო სისიტემის შეცვლის პერსპექტივას, რის გამოც მისი პარტია მხარს უჭერს წარმოდგენილ პროექტებს.

უმრავლესობის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უქმდება საარჩევნო ბლოკები. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერ დარეგისტრირებული პროექტი კი ითვალისწინებს, პროპორციულ არჩევნებს 3%-იანი ბარიერის პირობებში, ასევე საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებას. კომისიები 13 წევრისგან შედგება. ესენი არიან – არჩილ თალაკვაძე (კომისიის თავმჯდომარე), თამარ ჩუგოშვილი, ირმა ინაშვილი, სერგი კაპანაძე, ანრი ოხანაშვილი, მამუკა მდინარაძე, ოთარ კახიძე, ირაკლი კობახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან კობერიძე, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად