პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია დაამტკიცა

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია დაამტკიცა.

შესაბამისს დადგენილებას კენჭი დღევანდელ სხდომაზე ეყარა. კომისიის წევრები იქნებიან ალეკო ელისაშვილი, კახა კუჭავა, დავით ზილფიმიანი, შალვა პაპუაშვილი და ლევან იოსელიანი.

კომისია ქვეყნის მასშტაბით ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მოსახლეობას გააცნობს.

საქმე ეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა გათვალისწინებით, საარჩევნო ბარიერი 5-დან 3 პროცენტამდე მცირდება. იცვლება ფრაქციის დაკომპლექტების წესი. კერძოდ, ფრაქციის შექმნისთვის შვიდი დეპუტატის ნაცვლად, ოთხი იქნება საჭირო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...