პარლამენტმა საარჩევნო უბანთან ცესკო-ს უნებართვოდ პოლიციის ყოფნაზე კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა, საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოთხოვნის და თანხმობის გარეშე, კენჭისყრის შენობის მიმდებარედ პოლიციის ყოფნის უფლების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.

ცვლილებას, „საარჩევნო კოდექსი“ ითვალისწინებს.

მანამდე, კენჭისყრის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მუშაკების მისვლა შესაძლებელი იყო მხოლოდ საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოთხოვნით. 

ცვლილების თანახმად კი, გამონაკლის შემთხვევაში, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა კენჭისყრის შენობაში, პოლიციის მუშაკები შეიძლება იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ ეს სრულიად აუცილებელი იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის ან დაცვის მიზნით.

ამასთან, ცვლილების მიხედვით, საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოთხოვნით პოლიციის მუშაკები შეიძლება გამოძახებულ იქნენ არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, არამედ მაშინაც, თუკი საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ წესრიგს.

მეორე მოსმენის რეჟიმში სესიაზე გაზიარებულ იქნა დეპუტატების მოსაზრება და კანონპროექტს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, აუცილებლობის აღმოფხვრის შემთხვევაში, პოლიციელები დატოვებენ კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიას. 
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად