პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო  ცვლილება, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ შეზღუდვების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება

პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა ( 79 მომხრე 1 წინააღმდეგი) კანონპროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მუშაობაში მონაწილეობენ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“  წევრები სხდომაზე არ გამოცხადნენ, რადგან პოლიტიკურ ბოიკოტს აგრძელებენ.

შეგახსენებთ, ამჟამად მოქმედი კანონით,  მთავრობას აღნიშნული უფლება 2020 წლის 15 ივლისამდე აქვს მინიჭებული.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად