პარლამენტმა პენსიის ინდექსაციის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა “სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილების კანონპროექტი, რომლის თანახმად, ქვეყანაში პენსია ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად გაიზრდება.

პენსიის ოდენობა პარლამენტში შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განისაზღვრება.

რაც შეეხება პენსიის ზრდის მეთოდს,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის პენსია გაიზრდება ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის – ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80%-ის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.

ცვლილებების მიხედვით, პენსიის ოდენობა შესაბამისი საბიუჯეტო წლის პირველივე თვიდან უნდა გაიზარდოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად