პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საქართველოს კანონის პროექტი “ბავშვის უფლებათა კოდექსი”

კანონის პროექტი არეგულირებს, ბავშვის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

კერძოდ, კანონის პროექტი ითვალისწინებს ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის და მხარდაჭერის სისტემას, ბავშვის უფლებას ოჯახზე, ალტერნატიულ ოჯახურ ზრუნვაზე, განათლების მიღებაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, სოციალურ დაცვაზე, ცხოვრების სათანადო პირობებზე და განვითარებაზე, ძალადობისგან დაცვაზე, მავნე ზეგავლენისგან დაცვაზე და ბავშვის უფლებას მართლმსაჯულებაზე.

კანონის პროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის ინსტიტუციური გარანტიები.

საქართველოს პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, ანრი ოხანაშვილის, კარლო კოპალიანის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ლევან ბეჟანიძის, კობა ლურსმანაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, მერაბ ქვარაიას, ირაკლი მეზურნიშვილის, გიორგი კახიანის, ცოტნე ზურაბიანის, აკაკი ზოიძის, დიმიტრი მხეიძის, გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, მახირ დარზიევის, მირიან წიკლაურის, მამუკა მდინარაძის ინიციატივა;

მომხსენებელი – საქართველოს პარლამენტის წევრი სოფიო კილაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად