პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი

პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები 88 ხმით მეორე მოსმენით დაამტკიცა.

პარლამენტში „შრომის კოდექსი“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა მოამზადა, რომელმაც ცვლილებების ინიცირება უმრავლესობის რამდენიმე წევრთან, მათ შორის, ირაკლი კობახიძესთან ერთად მოახდინა.

როგორც  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „შრომის კოდექსში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის, რაც გააუმჯობესებს, როგორც შრომის უსაფრთხოების ნაწილში უფლებრივ მდგომარეობას, ასევე ზოგადად, შრომით უფლებებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ცვლილებების ინსტიტუციური ნაწილი. კერძოდ, შრომის ინსპექცია ძლიერდება და მას ექნება ფართო უფლებები იმისთვის, რომ მოქალაქეთა უფლებები დაიცვას. ეს პროექტი საქართველოში შრომით უფლებებს გააუმჯობესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პროექტი ითვალისწინებს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებისა და შრომითი ინსპექციის გაძლიერებას. ასევე, გათვალისწინებულია სამუშაო დროის, დასვენებისა და შესვენების უფლების რეგლამენტირება, ზეგანაკვეთური სამუშაოს მინიმალური ანაზღაურების ტარიფის დაწესება, ცვლაში და ღამით მუშაობის საკითხის რეგულირება. ასევე განსაზღვრულია, რომ შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს მინიმალურ ხელფასზე ნაკლები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად