პარლამენტმა “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები 85 ხმით, 6-ის წინააღმდეგ მეორე მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტის მიხედვით დამოუკიდებელი კერძო საამრთლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებზე,რომელიც გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, არ გავრცელდება "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონი. ცვლილებით კანონში მიეთითება, რომ იკრძალება "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" მითითების, დავალების მიცემა, ასევე შეთანხმების დავალება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალი ტელერადიო და ვებპორტალის პროდუქციის/პროგრამაში დაგეგმილი ან შეტანილი ნებისმიერი სიახლის შესახებ ინფორმაცია ან ამ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებას შეუძლია ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას კონკურენტულ გარემოში, მისი ეთერში გასვლამდე, არ იქნება საჯარო ინფორმაცია და მასზე არ გავრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი თავი. ამასთან, ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.

ცვლილებით "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნი წლის დასაწყისში დაემატება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას. "საზოგადოებრივი მაუწყებლის", ასევე მაუწყებლის აღარის ტელევიზიისა და რადიოს არზებზე დასაშვები იქნება მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობი გადაცემის, სერიალის სპონსორობის განთავსება).

კომენტარები
იტვირთება...