A1 ბანერი

პარლამენტმა, კობახიძის მომზადებული პროექტი, უზენაესის მოსამართლეების გამწესებაზე, პირველი მოსმენით მიიღო

89 მომხრე, 31 წინააღმდეგი – დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის ინიცირებული კანონპროექტი, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების გამწესებაზე, პირველი მოსმენით მიიღეს.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტით რეგულირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცედურა.

ასევე, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევა, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენა მოხდება გამჭვირვალე, საჯარო, ღია და ხანგრძლივი პროცესით, რომელიც დეტალურად იქნება გაწერილი საკანონმდებლო დონეზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...