პარლამენტმა ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად დაამტკიცა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდა.

პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.

ირაკლი შოთაძეს მხარი 82 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არც ერთი იყო.

კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე 6 წლის ვადით აირჩია.

ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურატურას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან აღნიშნული თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს „ხორავას ქუჩის“ საქმესთან დაკავშირებით, საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში მუშაობა 2006 წლის მარტიდან დაიწყო და 2010 წლის სექტემბრამდე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად