პარლამენტმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტატუსი განსაზღვრა

პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დამტკიცა  „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილბების პაკეტი.

პლენარულ სხდომაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა III მოსმენით წარმოადგინა კანონპროექტი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.

ცვლილების მიხედვით, „სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება IV¹ თავი, რომელშიც განსაზღვრულია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტატუსი, მითითებულია საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები და ამავდროულად, გათვალისწინებულია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილებების და მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დეტალური ჩამონათვალი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად