პარლამენტმა გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია

ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად იქნა მიღებული.
გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა.

„იმედს გამოვთქვამ, რომ ის საბოლოოდ იქნება სასამართლოს მიერ მოსამართლედ დამტკიცებული და სასიამოვნოა, როდესაც მისი კანდიდატურის გარშემო არსებობს ერთსულოვანი მხარდაჭერა. ის ნამდვილად იმსახურებდა ამ მხარდაჭერას თავისი ქვეყნის პარლამენტის მხრიდან. მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ გოჩა ლორთქიფანიძეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ: 2020 წლის დეკემბერში ჰააგის სასამართლოს მე-19 ასამბლეაზე ექვსი ახალი მოსამართლე უნდა შეირჩეს. მათ შორის, ერთი მოსამართლე აირჩევა აღმოსავლეთ ევროპის ვაკანტურ კვოტაზე, ვინაიდან ამ რეგიონიდან არჩეულ ჩეხ მოსამართლეს ვადა ეწურება. საქართველო სწორედ აღნიშნულ პოზიციაზე წარადგენს კანდიდატს.

ცნობისათვის: გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებს 2013 წლიდან დღემდე. ასევე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის წევრია. იგი მუშაობდა: 1991-2005წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში;

2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში; 2007-2010წწ. კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი; 2010-2013წწ. ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი;

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად