პარლამენტმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონპროექტს დღეს მეორედ უყარა კენჭი და მეორე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტს 92-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 19 წინააღმდეგი იყო.

აღნიშნული კანონპროექტით იქმნება ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელსაც პრემიერმინისტრი უხელმძღვანელებს.

კანონპორექტის თანახმად, საბჭო 8 მუდმივი წევრისგან შედგება, ესენი არიან: პრემიერმინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.

შეგახსენებთ, პარლამენტში გუშინ აღნიშნული კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩავარდა. როგორც დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დეპუტატებს ეს უყურადღებობის გამო დაემართათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...