პარლამენტმა ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო

პარლამენტმა ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების” წევრის, ემზარ კვიციანის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩააგდო. (27 მომხრე, 13 წინააღმდეგი)

იმისთვის, რომ კანონპორექტი პირველი მოსმენით დამტკიცებულიყო, 62 დეპუტატის მხარდაჭერა იყოს საჭირო.

ემზარ კვიციანის ინიციატივის მიხედვით, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონიდან ტერმინები „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოეღოთ.

კანონპროექტი პირველი მოსმენით გუშინ განიხილეს, რა დროსაც პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ემზარ კვიციანს მიუთითა დისკრიმინაციული გამოსვლებისგან თავი შეეკავებინა და მიკროფონი გამოურთო. თამარ ჩუგოშვილმა ემზარ კვიციანს მას შემდეგ მიუთითა, როცა დეპუტატმა აღნიშნა, რომ „უკანონობა არ უნდა დაკანონდეს“.

კომენტარები
იტვირთება...