პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა (83 მომხრე, 1 წინააღმდეგი)

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა პარლამენტის წარუდგინა მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, რომლის მიხედვით კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ფუნქცია ენიჭება.

კანონპროექტის მიხედვით თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

კანონპროექტში ჩაიწერა, რომ კომისიას დროებითი მმართველის დანიშვნა შეუძლია, როდესაც ირღვევა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები, მომხმარებლის ინტერესები და ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო.

საკომიტეტო მოსმენებიდან გამომდინარე, ცვლილება შეეხო წილების გასხვისების უფლებასაც. კომისიას ენიჭებოდა კომპანიის წილების გასხვისების უფლება იმ შემთხვევაში თუ კომპანია არ შეასრულებდა კომისიის გადაწყვეტილებას.

კონსულტაციების შედეგად, აღნიშნული ჩანაწერი ამოღებულ იქნა ამ რედაქციიდან და დროებით მმართველს წილის გასხვისების უფლება არ ექნება.

კანონპროექტში თავდაპირველად გაწერილი იყო ხუთი სპეციფიკური ვალდებულება და დარჩა მხოლოდ ორი – 34-ე და 35-ე მუხლები.

კერძოდ, სპეციფიკური ვალდებულებები დაიყო ორ კატეგორიად – გამჭვირვალობის ნაწილი და ინფრასტრუქტურასთან დაშვება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად