პარლამენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივა ეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მე-3 მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტი -„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენით ( 77 ხმით – არც ერთი წინააღმდეგი) მიიღო.

კანონის პროექტი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისათვის დადგენილი დათქმების რიგი ნაწილი გავრცელდება ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე, სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად