პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის შეხვედრა პრეზიდენტთან დასრულდა

საქართველოს პრეზიდენტისა და საპარლამეტო უმცირესობის წარმოადგენელების შეხვედრა უზენაესი სასამართოს თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით დასრულდა. 

პრეზიდენტის საპარლამეტო მდივანის, გიორგი კვერენჩხილაძის თქმით, დღეს გაიმართა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან და უმცირესობის წარმომადგენლებთან.

„კონსულტაციების პროცესი დაიწყო. ეს პროცესი გაგრძელდება და უფრო აქტიურ სახეს მიიღებს და მუშა რეჟიმში გაგრძელდება. რაც შეეხება უმცირესობასთან შეხვედრას, მისი მიზანი იყო ის, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და სასამართლოს წევრობის კანდიდატები რაც შეიძლება მეტი კონსენსუსით იყოს არჩეული“,-განაცხადა კვერენჩხილაძემ.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით, საუბარი ჯერ არ არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...