როგორც ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ განუცხადა, ინისი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკის დახატვისთვის დააკავეს.
„ეს იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური პროტესტი „ქართული ოცნების“ მხრიდან ფაქტობრივად, გავრილოვის კიდევ ერთხელ ჩამოყვანის წინააღმდეგ, როდესაც გუშინ რუსებთან ერთად აბაშიძემ დაგმო გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებული პროტესტი. აქ დროებით კედელზე ვაწერთ „20%“ და საბჭოთა სიმბოლიკას და ამის გამო აკავებენ აქტივისტებს. ამაში ახალი არაფერი არ არის, პროტესტს ვერ გააჩერებენ და საბოლოოდ მაინც მიიღებენ იმას, რაც ეკუთვნის მოღალატეობრივ ხელისუფლებას“, – განაცხადა ხოშტარიამ.