პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სტუდენტები შეუერთდნენ

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სტუდენტები შეუერთდნენ. სტუდენტებმა მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსიდან დაიწყეს და პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დაასრულეს.

სტუდენტები თსუ-ს პირველ კორპუსში, 18 ნოემბერს, აქციის დაშლისას დაკავებული მეგობრების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

პარლამენტთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. მათთან ერთად არიან სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა „შეცვალეს” წევრები. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია, ხვალ დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვან.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

17 ნოემბერს, ღამე აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელები ტომრებით ჩაკეტეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს, რასაც მმართველი გუნდიდან რომან კაკულიამ უპასუხა, რომ პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს. პარალელურად აქცია გამართა „პატრიოტთა ალიანსმაც“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად