პარლამენტის წინ აქცია 19:00 საათზე განახლდება

აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 19:00 საათზე განახლდება. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორებმა გუშინ მსვლელობაც გამართეს. „თავისუფლების მარშის“ მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ, 19.00 საათზე კი პარლამენტის წინ შეკრებილებს შეურთდნენ.

ცნობისთვის, 10 დღეა საკონომდებლო ორგანოს შენობასთან საპროტესტი აქცია მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...