პარლამენტის წინ ამ დროისთვის 13 კარავია გაშლილი – რამდენიმე კიდევ გაიშლება

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობასთან კიდევ ერთი კარავი გაშალეს და აცხადებენ, რომ
მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტს გააგრძელებენ.

„დღეს მეცამეტე კარავი იშლება პარლამენტის წინ, ახლა ბათუმიდან ჩამოვიდა ხალხი, გაშლიან კარავს. ყველანი ნათლად ვხედავთ ახალგაზრდებთან და ასეთ აქტიურ ადამიანებთან დაპირისპირება საპოლიციო ძალებისა შედეგს ვეღარ გამოიღებს ვერანაირად. აუცილებლად მოხდება საზოგადოების გამარჯვება, აუცილებლად დაინიშნება ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობის წინ, კარვები გუშინაც გაშალეს, ერთი კარავი საავტომობილო გზის ნაწილზე. სამართალდამცველებმა მათ მიუთითეს, რომ არ ჰქონდათ მოძრაობის შეფერხების უფლება, რადგან ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობდა.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, კარვებში იქნება ცხელი ჩაი, ყავა, გათბობა და ამბობენ, რომ სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, ღამე კარავში გაათიოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...