პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა. 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ონლაინ-ეხვედრაზე “კოვიდ19-თან” დაკავშირებული ვითარება და ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ეკონომიკის სტაბილიზაციის და აღდგენის ღონისძიებები, ასევე, სოციალური დახმარების საჭიროებები განიხილეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარების მიერ დამატებითი სოციალური დახმარების ორგანიზებაზე იმსჯელეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დისტანციურ რეჟიმში, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და მიმდინარე კონსულტაციების შედეგებიც განიხილეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად