პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

შეხვედრისას ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას დაეთმო.

არჩილ თალაკვაძემ და ფატმა ჯერენ იაზგანმა ეკონომიკური თანამშრომლობის  გაღრმავებაზე, ჩვენს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს-გარემოსა და საქართველოში თურქული ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები იყო.

თურქეთის ელჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაუდასტურა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...