პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის კომისიის წევრებს ხვდება

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვამდე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის კომისიის წევრებს ხვდება.

შეხვედრა დახურულ ფორმატში იმართება, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებიან.

კომისია ცვლილებების საჯარო განხილვის დეტალებზე მსჯელობს.

როგორც ცნობილია, პირველი საჯარო განხილვა 4 ივნისს 10:30 სააათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გაიმართება.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად