პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ვასილ ჩიგოგიძე ოზურგეთში სპორტსმენებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, ადგილობრივ სპორტსმენებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე სპორტის სფეროში არსებულ პროგრამებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მათ სპორტსმენებს, მწვრთნელებს, გურიის ჭიდაობის ფედერაციას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა ყოველთვის იყო პრიორიტეტი მმართველი გუნდისთვის და ამ მიმართულებით „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

„ეს ადამინები შრომობენ და ემზადებიან საქართველოს წარმატებისთვის. სახელმწიფოს მიერ 2012 წლიდან დღემდე სპორტის სფეროს დაფინასება 40-დან 167 მილიონამდე გაიზარდა. ასევე, საამაყოა, რომ გაიზარდა ჩვენი სპორტსმენების მიერ მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობაც. გვეამაყება რომ სპორტსმენების დიდი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“, ჩვენ განვაგრძობთ სპორტსმენების მხარდაჭერას და ეს იქნება პრიორიტეტი“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად