პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში  დღეს სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა განიხილება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში  დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა განიხილება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ვახტანგ გომელაური, რომელიც ამ თანამდებობაზე 2015 წლის აგვისტოდან მუშაობდა, შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, 2019 წლის იანვრიდან ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იყო. მანამდე, 2017 წლის დეკემბრიდან, ვახტანგ გომელაურის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად