პარლამენტის სხდომები თვითმმართველობის არჩევნების დასრულებამდე არ ჩატარდება

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, პარლამენტი წინასაარჩევნი რეჟიმზე გადადის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში რიგგარეშე სხდომას გამართავენ

"როგორც მოგეხსენებათ, რეგლამენტის თანახმად გადავდივართ საარჩევნო რეჟიმში. როგორც წესი ერთი თვის განმავლობაში არჩევნებამდე პარლამენტის სხდომები არ იმართება.  შესაბამისად, ხვალ აღარ გაიმართება პარლამენტის პლენარული სხდომა. საჭიროების შემთხვევაში მოწვეული იქნება მორიგი ან რიგგარეშე საპარლემენტი სხდომა", – განაცხადა ირკალი კობახიძემ.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...