პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიუკურად დაუპირისპირდნენ

საკანონმდებლო ორგანოს პლენარული სხდომათა დარბაზში, იქ სადაც რიგგრეშე სხდომა უნდა დაწყებულიყო, “ტვ პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი მედიის წარმომადგენლებთან ერთად შევიდა. სადაც როგორც თვითონ განმარტავს ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებთით სურდა კითხვების დასმა საპარლამენტო უმრაველსობასთან.

ვატო წერეთელის შესვლას სხდომათა დარბაზში საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

დეპუტატ გიორგი ვაშაძის თქმით, მას ფიზიკურად დაუპირისპირდა “ოცნების” დეპუტატი ვიტალი ჯაფარიძე.

 

კომენტარები
იტვირთება...