პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

ლეიბორისტული პატრიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე დააკავეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ არსებულ ატრაქციონთან მიახლოებას და იქ 20 ივნისის აქციის ამსახველი ფოტოების დადებას აპირებდნენ.

მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა, რასაც მცირედი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადს ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არის დაკავებული.

მასალა მოამზადა თეონა ციხიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად