პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ამასთან, პარლამენტის უკანა შესასვლელში ჯებირებია დაამააგრებული.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს. მათთან ერთად იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა „შეცვალეს” წევრები, რომლებიც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია, პარლამენტის პიკეტირება მოახდინონ, ხოლო ხვალ დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად