პარლამენტის ფასადსა და საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

საქართველოს პარლამენტი შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს სამძიმარს უცხადებს.

საქართველოს პარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.
შატილის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად 17 მოქალაქე გარდაიცვალა და 3 მძიმედ დაშავდა.
მომხდარი ტრაგედიის გამო, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
განკარგულების თანახმად, პარლამენტის შენობის ფასადზე და საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად