პარლამენტის საშემოდგომო სესია ხვალ პლენარული სხდომით გაიხსნება

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2019 წლის საშემოდგომო სესია ხვალ პლენარული სხდომით გაიხსნება.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხვალ 3 სექტემბერს ბიუროს სხდომის შემდეგ, 12 საათზე გაიხსნება საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა, თუმცა, მისივე თქმით, მიმდინარე კვირა პლენარული სხდომების ნაცვლად, დაეთმობა საკომიტეტო მოსმენებსა და ფრაქციებში შეხვედრებს.

„ვინაიდან პრემიერ-მინისტრის განცხადება მის გადადგომასთან დაკავშირებით უკვე გასაჯაროვდა, ხოლო კონსტიტუციით და კანონმდებლობით ამის თანმდევი პროცესი არის პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის და მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დასახელება პარლამენტში, რომელიც, ახალი რეგლამენტის თანახმად, უნდა იყოს განხილული საპარლამენტო კომიტეტებთან და ფრაქციებში შეხვედრების ფორმატში, შესაბამისად, მიმდინარე სასესიო კვირა, როგორც ის იყო დაგეგმილი პლენარული სხდომების თვალსაზრისით, შეიცვლება და ამ კვირაში ჩვენ ჩავატარებთ საკომიტეტო მოსმენებს და ფრაქციებთან შეხვედრებს. შემდგომში უკვე გვექნება პლენარული სხდომა, რომელიც დაეთმობა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მიმართ ნდობის გამოცხადებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...