პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს განიხილავს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს

კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან არის წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია კარლო კოპალიანის უფლებამონაცვლის, ვალერი გელაშვილის ცნობასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ საკითხს ჩვენ განციხილავთ კომიტეტზე, თუ რამდენად შეესაბამება წარმოდგენილი დოკუმენტაცია მოქმედ კანონმდებლობას, რის შემდგომაც სამართლებრივი დასკვნის საფუძველზე ეს საკითხი გავა სესიაზე,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის: პარლამენტში ვალერი გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება გასულ სასესიო კვირას შეუწყდა.

იმის გამო, რომ კარლო კოპალიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად იქნა არჩეული, მას სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად