პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს რეგლამენტის დარღვევით განიხილა

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს რეგლამენტის დარღვევით განიხილა.

კომიტეტის სხდომის დასაწყისში, საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა მოითხოვა, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა გადაედოთ.

„ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა საბიუჯეტო ოფისის დასკვნის გარეშე, რეგლამენტის დარღვევაა“, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ოპოზიციონერ კოლეგას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დაეთანხმა, რომ რეგლამენტი ირღვევა და საბიუჯეტო ოფისის უფროსისგან განმარტების გაკეთებაც მოითხოვა, რატომ არ არის წარმოდგენილი დასკვნა.

„სამწუხაროდ, საბიუჯეტო ოფისის დასკვნა ვერ მივიღეთ. სხვა კომიტეტებსაც არ მიუღიათ, ვინც საკითხი განიხილა. საბიუჯეტო ოფისთან დაკავშირებული საკითხი უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა, ვისაც ამის გადაწყვეტის უნარი აქვს.

არის რეგლამენტის დარღვევა, საბიუჯეტო ოფისთან დაკავშირებით არის თემები, მაგრამ ეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თემა არ არის. მე ჩემს გულისტკივილს პარლამენტის თავმჯდომარეს გავუზიარებ, რომელიც არის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოში. მე სხვა ბერკეტი არ გამაჩნია.

ეს ის შემთხვევაა, როცა ოპოზიციას უნდა დავეთანხმოთ“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე.

აღნიშნული ხარვეზის მიუხედავად, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა არ გადადო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად