პარლამენტის სამი კომიტეტი სუს-ის ანგარიშს განიხილავს

პარლამენტის სამი კომიტეტი გაერთიანებულ სხდომაზე  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშს დღეს განიხილავს.

სუს-ის წლიური ანგარიშის განხილვა სამი კომიტეტის: თავდაცვის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოხდება.

წლიურ ანგარიშს დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი წარუდგენს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2019 წლის ანგარიში პარლამენტს რამდენიმე თვის წინ წარუდგინა, რომელშიც უწყება ქვეყნის წინაშე არსებულ საშინაო და საგარეო საფრთხეებს აფასებს და სამსახურის პრიორიტეტებს მიმოიხილავს.

ანგარიშში მთავარ გამოწვევად რუსული ოკუპაცია და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება, საქართველოში ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან გამოყენებული ჰიბრიდული ომი, მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, პროპაგანდა და დეზინფორმაცია, ტერორიზმია დასახელებული.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად