პარლამენტის რიგგარეშე სესია ოფიციალურად დაიხურა

პარლამენტის რიგგარეშე სესია ოფიციალურად დაიხურა.

პლენარულ სხდომათა დარბაზში სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდა.

შეგფახსენებთ, პარლამენტის რიგგარეშე სესია პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებში კანონმდებლებმა 50-მდე კანონპროექტი განიხილეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.

მანამდე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რეგლამენტის მიხედვით, ივნისის ბოლო პარასკევს 26 ივნისს დაიხურა.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმდე 1 თვით ადრე საკანონმდებლო ორგანო მუშაობას შეწყვეტს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად