პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი მაია ცქიტიშვილის ანგარიშს მოისმენს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ანგარიშს წარადგენს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი საკომიტეტო მოსმენაზე 2020 წელს სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობისა და 2021 წლის გეგმების შესახებ ინფორმაციას დეპუტატებს გააცნობს.

მაია ცქიტიშვილი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ასევე ისაუბრებს ცენტრალურ მაგისტრალებთან დაკავშირებულ პროექტებზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად