პარლამენტის ყოფილი წევრი, მსახიობი კოტე მგალობლიშვილი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოტე მგალობლიშვილი, რომელიც საქართველოს არაერთი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, იქამდე კი, საზოგადოებამ ფილმიდან „უდიპლომო სასიძო“ გაიცნო.

გარდაცვალების მიზეზად კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ დარჩენილი გართულებები სახელდება.

მან 1970 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, შემდეგ კი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით.

1973-1985 წელს იყო ფოტოპოლიგრაფიული სტუდიის დირექტორი; 1985 წელს ქაღალდისა და საკანცელარიო ნაკეთობათა ფაბრიკის მთავარი ინჟინერი; 1985-1995წწ. გამომცემლობათა, პოლიგრაფიის და წიგნის ვაჭრობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის წარმოების დირექტორი, შპს „პოლიექსპრესის” წარმოების დირექტორი.

1995-1999 წელს იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, 2001-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები”, 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები“.

გადაღებულია ფილმებში: „ჩვენი ეზო“ (გოჩა, 1956) და „უდიპლომო სასიძო“ (ბიჭიკო, 1961).

კოტე მგალობლიშვილი 1940 წლის 7 ივნისს, თბილისში დაიბადა.

ტვ “იმედი”

კომენტარები
იტვირთება...