10 მარტს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. მანამდე კი 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩატარდება

დღეს, დილით პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს პარლამენტის შენობაში მოქმედებს ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდული რეჟიმი, რომელიც გავრცელდება ყველა ვიზიტორზე, აკრედიტებულ მედიაზე და პარლამენტის წევრებზე, დაიშვებიან აპარატის მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ ზიანის აღწერასა და აღდგენაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი.