პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას გია ვოლსკი დაიკავებს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განცხადება გააკეთა.

პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას დაიკავებს გიორგი ვოლსკი, ვიცე-სპიკერის პოზიციას – მამუკა მდინარაძე, რომელიც, ასევე, უხელმძღვანელებს უმრავლესობას.

ასევე, ვიცე-სპიკერი იქნება გიორგი კახიანი, რომელიც აქამდე საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა, კიდევ ერთ ვიცე-სპიკერად მმართველი გუნდი კახა კუჭავას წარადგენს.

საბოლოო გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.

გია ვოლსკი, თამარ ჩუგოშვილს ჩაანაცვლებს.

მანამდე, გია ვოლსკი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას იკავებდა სადაც, ის მამუკა მდინარაძემ ჩაანაცვლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად