პარლამენტის ნდობის ჯგუფში შს მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართება, სადაც ჯგუფის წევრი დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ.

ვახტანგ გომელაურის მოხსენება სამინისტროს მიერ 2020 წელს განხორციელებულ საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალურ პროგრამებს შეეხება.

მოხსენების ძირითადი მიმართულებები სასაზღვრო უსაფრთხოება, სტრატეგიული მილსადენების დაცვა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების ღონისძიებები და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებია.

ნდობის ჯგუფის წევრები მინისტრისგან ასევე მოისმენენ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, უწყების უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებულ საიდუმლო შესყიდვებზე.

პარლამენტის ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ირაკლი ბერაიას შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის საქმიანობას ეფექტიანად, კანონის, დემოკრატიული სტანდარტების და ეთიკის ნორმების დაცვით ახორციელებს.

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად