პარლამენტის ნდობის ჯგუფს ივანე მაჭავარიანი ფარული ხარჯების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის

პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში დღეს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ.

ნდობის ჯგუფში მოხდება “საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის იმ ნაწილის განხილვა, რომელიც ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ, სპეციალურ პროგრამებსა და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელ თანხებს

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, ივანე მაჭავარიანი ნდობის ჯგუფს ინფორმაციას ფარული ხარჯების თაობაზე წარუდგენს.

„პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა დაიწყო. რეგლამენტით, ნდობის ჯგუფის მხრიდან საჭიროა საიდუმლო შესყიდვებზე სავალდებულო დასკვნა. ივანე მაჭავარიანი ნდობის ჯგუფს ბიუჯეტში არსებული ფარული ხარჯების მიზნობრიობის თაობაზე მიაწოდებს ინფორმაციას. ფარული ხარჯები ეხება შეიარაღებისა და სპეცტექნიკის შესყიდვას. ფარულ ხარჯებს რამდენიმე უწყება იყენებს, რაც ჩვეულებრივი სტანდარტია. ფარული ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირებულია, რადგან მხარს ბიუჯეტის გამჭვირვალობას ვუჭერთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად